loading...

ბიძამ ქალებში წასასვლელი ფული მომცა, ბიცოლამ კი “სხვაგან რატო უნდა წახვიდე აგერ არ ვარ მე”-ო?

"სოფელში ვიყავი ბიძასთან, ასე 17-18 წლის ყმაწვილი ვიყავი. ულვაშები წამომზრდოდა და სახეზე საყმაწვილკაცო მუწუკებიც მაწუხებდა.

ერთ დღესაც, ბიძაჩემი სახლში ცოტა შეზარხოშებული დაბრუნდა. ამხედა ჩამხედა და შენ ბიძიკო უკვე კაცი ხარ და ქალებშიც უკვე დროა რომ წახვიდეო. ისე შემრცხვა, რომ მერჩივნა იქვე მიწა გამსკდომოდა რადგან ჩემი თანატოლებიც იდგნენ იქ ვისთანაც ნათქვამი მქონდა რომ დიდი "კაზანოვა" ვიყავი. 

ამოიღო ბიძაჩემმა ჯიბიდან 100 ლარიანი და მითხრა "ხვალ უნდა დავაჟკაცდე იცოდე, ოღონდ სხვა რამეში არ დახარჯო ექ ფული თორე მოგხვდენა"-ო.

მეც მეტი რა მინდოდა, სულ დამავიწყდნენ ჩემი ძმაკაცები იქ რომ იყვნენ ისე შევხტი ჰაერში.

ცოტახანში ბიჭები რომ წავიდნენ, ბიცოლა მოდის და მეუბნება, ბიძაშენს არაფერი უთხრა და 50 ლარი მჭორდება ერთი კვირით და მომეციო. ბიცოლა დიდი გაქნილი ვინმე იყო და ფულიც მაგრად უყვარდა. ეტყობოდა სახეზე რომ არ ესიამოვნა ბიძამ რომ ფული მომცა და ცდილობდა როგორმე დაეცინცლა.

მთელი საღამო არ მომეშვა, "მოვიდა სეტყვა დახვდა – ქვა", არც მე ვაძლევდი და არც ის მეშვებოდა. რა ტყუილი არ მოიფიქრა მაგრამ მაინც არ მივეცი. "აბა ახლა მე ასეთ მოწყურებულ ბავშვს რამეს დამტყუებდა !? 👌

რა ხრიკს და ოინს არ მიმართა. ბოლოს გამომლანძღა კიდეც, თან ისე რომ ბიძაჩემი ვერაფერს იგებდა.

ბოლოს ისე დამღალა, ის იყო უნდა დავთანხმებულიყავი და მიმეცა, რომ მოვიდა და მითხრა "რაღა სხვას მისცე შვილო ეგ ფული, აგერ აქ არ ვარ მეო" !?

ხოდა ის 100 ლარი იმ სახლში დარჩა…"

No comments:

Post a Comment