loading...

როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს

ბოლო რამდენიმე დღეა არ დამილევია და ირგვლივ ყველაფერი სხვანაირად ჩანს, ნელ-ნელა ვეჩვევი და ყოველ დღე რაღაც ახალს ვპოულობ. უფრო მრავალფეროვანი გახდა სამყარო და საინტერესო, ბევრი კარგის დანახვა შეიძლება, უბრალოდ უფრო შორს უნდა გაიხედო და ღრმად ჩაიხედო საკუთარ სულში, რადგან მის გარეშე სხეული არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ერთ სარგებელს მოიტან, შეგიძლია ქვეწარმავლები გააძღო, ეს კი არც ისე კარგია.
კვირაში ერთხელ მაინც გადადე საკუთარი საქმე, მობილური, ტელევიზორი, უბრალოდ გამოეთიშე ვირტუალურ სამყაროს, დააკვირდი ხალხს დილით ქუჩებში, ამაზე უკეთეს ვერ ნახავ ტელევიზორში. ჩიტების ჭიკჭიკი, კატების წრიალი, ხალხის მიმოსვლა, ქალი, რომელიც პარკში პურით ხელში დგას და ირგვლივ ოცდაათამდე მტრედი ახვევია გარს და პატარა ბავშვები, რომლებიც მათ მორიდებით აფრთხობენ, ბევრ საინტერესო სიტვაციას შენიშნავ, საღამოს კი ისეირნე ყვითელი ლამპიონების ქვეშ, ვიწრო ქუჩებში და დაფიქრდი დილით მომხდარზე და იფიქრე ხვალინდელ დღეზე, ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია, როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს.


No comments:

Post a Comment