loading...

მინდები ისე განაზდნენ როგორც შენი კანი დადუმებისას .




ყველაფერს ეჩვევი ადამიანი,
თვალებზე ხელს რომ გაფარებენ,სიბნელესაც ეჩვევი შენდაუნებურად.
ღამით,დაძინებამდე სინათლეს რომ რთავ,თავიდან გიჭირს ,შიშის გრძნობაც გიპყრობს,მაგრამ ნელნელა არჩევ ყოველ საგანს სათითაოდ,სიბნელეში ამჩნევ მათ სილუეტებს,მათ ლანდებს.
ასე დიდ,გაუსაძლის სულის ტკივილებთან შეჩვევაც შეუძლია ადამიანს, თუ სუსტი არ ხარ,რეალობას არ შორდები,სუნთქავ,აგონიაში არ ხარ და არ ბორძიკებ.
უიმედობასაც ეჩვევი,უიმედო განცდებს,ხანდახან რომ ცდილობენ საპირისპირო,ოდნავ იმედიანი განწყობა შეინარჩუნონ,მაგრამ ერთი სიტყვაც და ედებაც საკმარისია, გაუჩინარდნენ.
უსიყვარულობასაც ეჩვევი ადამიანი, საყვარელი ადამიანის ჩახუტებას და მკლავების სითბოს თუ დაივიწყებ,
სულის სიმარტოვესაც ეჩვევი,
ზურგშექცევას და იმედგაცრუებასაც ,რაც არ უნდა დამანგრეველი და შემძვრელი იყოს,
ყველაფერგან შეჩვევა შეგვიძლია ,
გარდა უღმერთოდ ყოფნისა, ეს ის მდგომარეობაა როცა შუა გზაში დგახარ სასოწარკვეთილი,დაბნეული,გადაგვარებული და დაუცველი,ორ საზღვარს, არსებობას და არარსებობას შორის და ძალა არ გყოფნის ნაბიჯის გადასადგმელად.

No comments:

Post a Comment