loading...

მოკლედ, გამარჯობა:)))

პირველად ვწერ ზოგადად ესე საჯაროდ, თემაც არასოდეს არ დამიდია არსად, მაგრამ ეხლა ვფიქრობ ისეთ სიტუაციაში ცარ, რომ მჭირდება ვინმემ მომცეს გარკვეული სახის რჩევა. 

მოკლედ აი რა მოხდა, მყავდა 3 წლის განმავლობაში შეყვარებული, ვიყავით ძალიან ბედნიერები... უზომო სიხარულს მანიჭებდა და ვგრძნობდი მისთვისაც დიდი ბედნიერება ვიყავი... ერთად გავიზარდეთ თითქმის, ნუ ყოველშემთხვევაში ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს და ბევრი სირთულე დაგვაძლევინა ერთმანეთმა... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ტიპმა მასწავლა სიყვარული და მანახა რა გრძნობა იყო ეს :)))

6 თვის წინ დავშორდით.... ზოგადად საშინელი სახიათი მაქვს ეს ვიცი :) ბოლო დროს ბევრჯერ წავკინკლავდით.. მაგრამ ეს არ იყო ისეთი სერიოზული რამ... უცებ გადაწყვიტა რომ აღარ უნდოდა ჩემი გახლება და ნუ დავიშალოთო :))... ეს რა თქმა უნდა არ მიმიღია ძალიან სერიოზულად, რადგან წინა შემთხვევებში როცა ვკინკლაობდითვყოველთვის მე ვიყავი ხოლმე წასვლის ინიციატორი და ახლაც მეგონა რომ ეს უბრალოდ მალე გაუვლიდა... რამოდენიმე დღეში გავიგე, რომ იმ სამსახურში სადაც ჩემი თხოვნით დაიწყო მუშაობა ვიღაც გოგო "ეჩალიჩებოდა" მაშინვე მივხვდი რომ ამ გოგომ ჩვენ სორის დაძაბულობით ისარგებლა... მაგრამ იმდენად მატკინა მისმა საქციელმა გული დავთმე ეს დიდი სიყვარული... გავუშვი.... ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გაცნობიერება რომ მარტო ვიყავი 3 წლის შემდეგ... მანამდე ბევრჯერ გვქქონდა ამაზე ნალაპარაკები და ვიცი ბუნებით ძალიან ერთგული ადამიანია... მაგრამ ამას ვერ ვაპატიებდი ვიცოდი ყოველი ბრაზი ამას გამახსენებდა... არ მინდოდა დატანჯულიყო და მეც დამეტანჯა საკუთარი თავი... 

ბევრჯერ მთხოვა ახლიდან დაგვეწყო ყველაფერი.. მე კატეგორიულად უარს ვაცხადებდი და ვთხოვდი გაჩერებულიყო... თავის ცხოვრებით ეცხოვრა... მაგრამ არა არ ჩერდებოდა...

გავიდა კიდევ რაღაც დრო და ახლა საერთოდ დამანება თავი (ნუ სურვილი ამისრულა) მაგრამ მე გამუდმებით ამ ბიჭზე მეფიქრება, ყველაფერი მის თავს მახსენებს და ყველა ადამიანი მას მიხსენებს ირგვლივ... ჩალჩი შოკში ვარდება ჩვენს ამბავს რომ იგებენ... ამასობაში ჩემი ძაიან ხველი ბავშვობის თაყვანიმსცემელი გამოჩნდა... რომელიც ძაიან კარგი ბიწია ყველაფრით, თუმცა ამ ბიჭზე ვერ ვკონცენტრირდები მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობს იზრუნოს ჩემზე...

და ვარ ესე გაორებული, ყველაფერი იგივენაირად დარჩა გულში, იგივენაირი ტკივილი მოდის როცა ვიხსენებ რა დგავემართა, როცა ვიხსენებ რა გააკეთა... ვაჯერებდი ჩემ თავს რომ დრო გაივლიდა დ აუსველიდა ამ საქმეს :)))) არ უშველა :)))) უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვქნა იმიტომ რომ მენატრება ტკივილამდე, მიყვარს ყოველწამს მასზე ვფიქრობ და სულ ჩვენი დრო მახსენდება... ვიცი მიმიღებს ყოველთვის როცა კი არ უნდა დავბრუნდე, მაგრამ ვიცი ჩემი ხასიათიც, რა დროც არ უნდა გავიდეს, ამას ვერ "გადავხარშავ" რომც ვიყოთ ერტად სულ მემახსოვრება ეს ფაქტი და არ მინდა ტანჯვაში ვცხოვრობდე და მისდამი ერთგულების გრძნობებში ეჭვი მეპარებოდეს ... ვიცი დებილი გოგოს ნაწერივით გამოდის, მაგრამ გულს ვეღარავის ვუშლი დღეს ყველას თავის პრობლემა აწუხებს და არ მინდა კიდევ უფრო დაცამძიმო ირგვლივ მყოფი ხალხი... ასე რომ მითხარით რა არის გამოსავაი ამ მდგომარეობიდან... თორემ აგერ კიდევ ერთი დამე გავათენე ამაზე ფქირში :)

No comments:

Post a Comment