loading...
 
ცხოვრებამ ალბათ ტანჯვისთვის გამაჩინა პატარა სიყვარულიც კი არ შემარჩინა წამართვა ის რაც ყველას აბადია, შეცდომა მხოლოდ მე, მე არ მაპატია. ტკივილმა ბევრჯერ მწარედ ამატირა, რამდენჯერ ბრაზმა ძლიერ ამაყვირა, ზოგჯერ დარდი რომ ძალას მართმევდა, ალბათ სხვა ამას ვერც კი ამჩნევდა... ცუდად მექცეოდნენ არავინ ნანობდა, სულ ამას ამბობდნენ მერე რა? რა მოხდა? ვის ადარდებდა ჩემი ტკივილი?! ყველას ეფინა სახეზე ღიმილი. რამდენჯერ თავი მიგრძვნია მარტოდ, ვერავინ რომ ვერ მოვნახე სანდო ტკივილს უხმოდ და ჩუმად ვიტანდი და რასაც ვგრძნობდი გულში ვიკლავდი ვღელავდი მაგრამ ვინ მამშვიდებდა? დარდიანს ყველა თავს მარიდებდა, დარდი ჩემს თვალზე ცრემლებს ბადებდა, მაგრამ არავის სურდა გაგება... გული რომ სათქმელს ვეგარ იტევდა მინდოდა თქმა და არავინ მისმენდა, ვინ იცის დარდმა რამდენჯერ დამაღონა, მაგრამ ტკბილი სიტყვა არავინ გამაგონა. მინდოდა გამეგო მართლა რა ხდებოდა, რატომ იყო რომ გრძნობები კვდებოდა? მაგრამ სიმართლეს არავინ ამბობდა და ჩემგან ყველა უსიტყვოდ გარბოდა..: ((

No comments:

Post a Comment