loading...

დრიმს ქამ თრუ

ამბობენ თუ ძალიან იოცნებებ აგიხდებაო.
მე ვოცნებობდი იმდენად ძლიერად რომ ძილიც კი მავიწყდებოდა
ვოცნებობდი ისე გულით, იმდენს როგორც არასდროს არავინ.
და ისე ღრმად ჩავიძირე ამ სამყაროში, რომ რეალობა დავკარგე.
თუმცა ყველა ოცნება გონებაშივე დარჩა და არცერთი წამით არ ქცეულა რეალობის ნაწილად.
ყველაფერი მათ საპირისპიროდ ხდებოდა ხოლმე.
პირიქითაც ვცადე. ვოცნებობდი საკუთარ ჯოჯოხეთზე რომ იქნებ ჩემს უკუღმართ ბედს როგორმე მოვრგებოდი.
არც ამან გაამართლა.
ახლა ვზივარ და არაფერი გამაჩნია წარმოსახვის გარდა, რომელიც დღითიდღე ვიწროვდება,იწრიტება.
ერთ დღეს აუცილებლად დავჯდები და მოგიყვებით, როგორ ძლიერ ვოცნებობდი, როგორ გადამყლაპა ამ ოცნებებმა და როგორ ვიქეცი ფერფლად
შემდეგ კი ფენიქსივით აღვსდექი და ძალიან შორს გავფრინდი.
ერთ დღეს დავჯდები და დავწერ როგორ ვიშლებოდი ნელ-ნელა და ვკარგავდი საკუთარი თავის ნაწილებს,
წიო-წიო.
როგორ შევერთდი და გადავრჩი
აუცილებლად მოგიყვებით

No comments:

Post a Comment