loading...

დაკარგული სინათლე

ჩემი გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის.
ლაბირინთებში დავძრწივად
და ვეგუები
ვეგუები სიბნელეს, რომლისაც ასე მეშინია
ვდგავარ და სივრცეში უაზროდ ვიყურები
აქამდე გამუდმებით ვეძებდი სხივს
თუნდაც სულ პატარას
ახლა ვზივარ და ვეგუები
კატასავით სიბნელეს თვალს ვაჩვევ
ველოდები როდის დასრულდება ყველაფერი
დავხუჭავ თვალებს
ვიქცევი ლეშად
მერე კი დავბრუნდები უფრო ძლიერი
უფრო გამძლე
უფრო ნათელი
და უკუნითში ისეთ ცეცხლს დავანთებ
მთელი გვირაბი იმძვინვარებს სინათლისგან.
რა სისულელეა, მე უბრალოდ გავქრები.

No comments:

Post a Comment