loading...

საზიზღარი ეს

რა მინდოდა, სად ვეკვეხებოდი. ნანუკას და ლუკას შორის? თუ ლუკას და ირაკლის შორს? თუ ნანუკას და ჩემს თავს შორის? ჩემს სკოლისდროინდელ თავს, ნანუკასი ყველაფერი რომ მშურდა, თხელი და მაღალი ფეხებით დაწყებული თაყვანისმცემლებით დამთავრებული. წაკლა ეგ. ვითომ სულ არ ეცვა მოკლე კაბა, მარა ისეთი ფეხები ქონდა, რომ ჩვენი ყველა სკოლელი ბიჭი აშტერდებოდა დერეფანში გავლისას და როგორ იფერებდა, თითქოს მის გარდა გოგოები არ დავდიოდით სკოლაში. მერე ადგა და ლუკას გაყვა ცოლად, ყველაზე მაგარ ბიჭს სკოლაში, მთელ გოგოებს რომ გვიყვარდა და აბა რას იზამდა, აგვაცალა ცხვირწინ ყველაზე სასურველი ლუკმა. აგვაცალა და ვერ შეირგო, ვერ არა, არ შევარგე. ისე გავუვლიდი ხოლმე ლუკას ცხვირწინ, ვითომც აქ არაფერი, ვითომ მხოლოდ ჭიქებს ვუცვლიდი მაგას და ჩემს ქმარს. ეს შტერი ირაკლი კიდე ვერაფერს ხვდებოდა, უხაროდა თავს რომ დავტრიალებდი და რამდენჯერ 


თითქოს შემთხვევით გამივლია სუფრას და ლუკას შორის, ვითომ მაგათზე ვზრუნავდი, არაფერი მოაკლდეთ მეთქი, მაგათი კარგიც რა, ყელში ამოვიდნენ. მგონი ვერც ლუკა ხვდებოდა თავიდან, მაგრამ ერთხელ სამზარეულოში ჩაის პაკეტის ძებნისას ლამის ტრუსიკი რომ გამომიჩნდა, მაშინ მიხვდა და მიხვდა და რას მიხვდა, უარესი დამიტრიალა, ვიდრე მე ვჩალიჩობდი მანამდე. თეფშის გამოცვლას მთხოვდა ხოლმე უმანკო ღიმილით და ახალს რომ დავუდებდი, თითქოს მეხმარებოდა და ხელს მკიდებდა, ცხელ ხელს ძალიან. თუ ახლოს მიწევა მომიხდებოდა, ფეხს არ გაწევდა ხოლმე და იძულებული ვიყავი, შევხებოდი და ცეცხლი მეკიდებოდა. საზიზღარი ეს. რა, არ იცოდა რა რისკზე მიდიოდა ან თვითონ ან მე სად მიშვებდა? მიხვდებოდა ირაკლი რამეს და შემოვაკვდებოდით რომელიმე, ახლა რომ ვფიქრობ, როცა ყველა ქარიშხალი გადავლილია, არც ვიცი, რომელი უფრო შემოვაკვდებოდით. ალბათ მე მეტი წამებით მომკლავდა, მე ხო მაგის ძმაკაცი არასდროს ვყოფილვარ, მარტო მისი შვილების დედას ხედავდა ჩემში, რაღაც ინკუბატორს და მეტს ვერაფერს, მოვალეობისთვის მომტყნავდა ხოლმე თვეში ორჯერ და ეგ იყო მთელი ჩემი სექსუალური ცხოვრება და ვერც წარმოედგინა, რომ მეტი მჭირდება, ვიდრე უგემურადაკოცე-შეყავი-ცოტაგაიმოძრავე-გაათავესი. ნეტა რა გასაკვირია, ლუკა რომ მომინდა. ტიპი ერთი მზერით მაძლევდა უფრო მეტ ორგაზმს, ვიდრე ირაკლი თავისი შეყოფით. ჯანდაბა რა.

No comments:

Post a Comment