loading...

თამთა-მივასრისე ძუძუები ზურგზე და გავთბი უცებ

თეთრები ეცვა და ბრწყინავდა და ანათებდა კლუბის განათებაზე. სულ თეთრებში იყო და კანიც ისეთი თეთრი ჰქონდა და თმაც, რომ სულ თეთრად ელვარებდა. არ ვიცი, მარტო მე მივაქციე ყურადღება თუ სხვებმაც, მეკიდა ეგ სხვები. მზესავით მიმიზიდა და მივუახლოვდი ნელ-ნელა. შავებში ვიყავი, თმაც ხო მუქი მაქვს და ის თეთრი იყო და ასე მეგონა, ინი და იანივით მოვერგებოდით ერთმანეთს. პირველად გამიწია ქალის მოფერებისკენ გულმა. თუმცა გულმა არა, ალბათ უფრო თვალებმა და მივუახლოვდი. ცოტა ხანს ვცეკვავდი მის წინ და ბოლოს და ბოლოს, დამინახა. მკრთალი თვალები ჰქონდა, ლამის ისიც თეთრი და ასე ვიცურე მის თვალწინ ერთხანს, სანამ თვითონ არ გამოიწია, მგონი მოსასხამი რომ გადამეწია ცეკვისას და ძუძუ გამომიჩნდა, მაშინ. ხელი შემომიცურა მოსასხამში და ძუძუზე არ დაუდია ეგრევე, მუცელზე დამადო. გაშეშდა თითქოს და მეც გავშეშდი, ოღონდ სიამოვნებისგან არა. ცივი ხელი ჰქონდა, საშინლად ცივი. ისეთი ცივი, რომ გავშეშდი და ვერსად გავიქეცი, ღიმილი, რომლითაც მანამდე ვუყურებდი, შეყინული მქონდა სახეზე, ხელი მუცლიდან მკერდისკენ რომ ამიცურა და კერტზე რომ მომხვდა მისი გათოშილი თითები, 


ვეღარც ღიმილმა გამიძლო და ვეღარც ნერვებმა, მკვეთრად გამოვიწიე და გამოვეცალე. თოვლის დედოფალი იყო მგონი, ეს რა იყო. ისედაც მცივანას, იმ ღამეს სიფრიფანა მოსასხამში გახვეულს სითბო მჭირდებოდა და გამოვექეცი ამ თოვლის დედოფალს, უკუსვლითაც არ შემიწუხებია თავი, ისე ცუდად გავხდი მისი შეხებისგან, შევტრიალდი და იმდენ მოცეკვავე ადამიანს შორის რაც შემეძლო სწრაფად გავძვერი. მინდოდა დავმალულიყავი, თოვლის დედოფალს დავმალვოდი და კიბეზე ავედი. დავჯექი ცოტა ხანს, მაგრამ კიბეც ცივი იყო და მეთქი რაიმენაირად უნდა გავთბე, ვინმეს უნდა შევუთბე გულმკერდში და დაბლა ჩასვლა არ მინდოდა, ისევ იმას არ გადავყროდი, ვიცოდი, თვალებს ვერ გავუძლებდი და კიდევ რომ მოეკიდა გათოშილი ხელი ჩემზე, მეც თოვლის დედოფლად გადავიქცეოდი და მოაჯირს შევყევი, ეგებ ნაცნობი მეპოვა ვინმე ან უცნობი, თბილი, თბილი, გულში რომ ჩამიხუტებდა და გამითბობდა გაყინულ კანს. რა ჯანდაბად მეცვა ის სიფრიფანა და თანაც მოსასხამი, ჩემს თავს გავუბრაზდი საშინლად და ვეცადე ისე მომეხვია სხეულზე, ნაკლები კანი დამეტოვებინა ბასიანის ვენტილაციის სალოკად და ასე გავუყევი მოაჯირს. შორს ლევიკო დავინახე და მეთქი ეგ არის, მერე რა, რომ ერთად ვმუშაობდით და არაფერს არასდროს ვიმჩნევდით ხოლმე სამსახურში, მეც მინდოდა და მასაც, რა შეტყობა უნდოდა და წავედი ლევიკოსკენ, ნელა წავედი, ცეკვაცეკვით, ხალხი რომ არ შემეწუხებინა და მივუახლოვდი ბოლოს და ჩავეხუტე ზურგიდან, მივასრისე ძუძუები ზურგზე და გავთბი უცებ, წამში და თვალი რომ გავახილე, ნინას სახეს შევეფეთე ეგრევე. სიტუაციაზე მორგებას ვინ მასწავლიდა და მეორე ხელი ნინას მოვხვიე, გაიზ, ქვევიდან დაგინახეთ და სანახავად ამოვედი მეთქი, რა საყვარლები ხართ, შემოგევლეთ თქვენ. ნინას არაფერი უეჭვია, არც ისე ფხიზელი იყო, კიდევ კარგი, ახლა ოჯახური სკანდალების მიზეზად გახდომაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და ვაკოცე ორივეს რამდენჯერმე, ლავიუ გაიზ და წამოვედი უკან, ღირსება შევინარჩუნე. ლევიკოც ისეთი იყო, მოშვებული, თავისი ცოლის გვერდით მშვიდად ყოფნა ერჩია ჩემთან დენსფლორზე ზასაობას და არსად მინდოდა ზედმეტი ვყოფილიყავი, მშვენიერი გაკვეთილი იყო. რა გათოშილიც მივედი, ისეთივე გათოშილი წამოვედი იქიდან, ისევ ცეკვა-ცეკვით, ნელნელა, ოღონდ თვალები დახუჭული მქონდა, ბრმასავით მოვდიოდი, გარემოდან შესრუტული სითბოს ხარჯზე ვცდილობდი გაყინული კანი, გული, სული, განწყობა, სუნთქვა გამეთბო, როცა რაღაც მომენტში ვიგრძენი, წინ ვეღარ მივდიოდი, ხელს მიშლიდა რაღაც, რაღაც არა, ვიღაც, თვალი გავახილე და დავინახე. ცისფერი, გულთან გადახსნილი მაისური დავინახე და მერეღა ავხედე ზევით. ვიღაც გამხდარი, ცოტათი ცხვირა ტიპი დამყურებდა, მაგრამ დამყურებდა ისეთი ღიმილით, რომ ცხვირსაც იწოვდა ეს ღიმილი, შეპარულ სიმელოტესაც და მამისმკვლელი რომ ყოფილიყო, იმასაც შეიწოვდა ალბათ. თითი არ დაუკარებია ჩემთვის, ისე დამიდგა ცხვირწინ და ვერ გავეცლებოდი ვერაფრით, ისე მიღიმოდა. აღარც მინდოდა არსად გაცლა და დავდექი და ავხედე და დავრჩი მის თვალებში და მერე ხელები რომ მომხვია, კედელს რომ მიეყუდა, მე ზედ მიმიყუდა და ჩამეხუტა, აი ესე დავრჩი, ნიკაპი რომ ამიწია ნაზად და ტუჩებში მაკოცა, მანდაც დავრჩი, დავრჩი და მეც ვაკოცე და მეც შემოვხვიე ხელები და მარტო კი არ შემოვხვიე, ვუფათურე მთელ სხეულზე, მაცდურად შეხსნილ საკინძეში შევუძვერი და ვეცადე ძუძუსთავი მომენახა და მომესრისა, მაინტერესებდა, თუ ესიამოვნებოდა, მთელი ზურგი მოვუთვალიერე ხელისგულებით, მაისურის გარედანაც და შიგნიდანაც და ისე გავთბი, ისე გავთბი, ლამის ეს ჩემი სიფრიფანა მოსასხამიც მომესროლა სადმე შორს და მეთხოვა, მაკოცე ძუძუზე, ჩემო ბიჭო, ჩემო თბილო ბიჭო მეთქი.

No comments:

Post a Comment