ვთვლი, რომ სექსუალური აღზრდა სკოლიდან და ოჯახიდან უნდა იწყებოდეს, გარდატეხის ასაკიდან. სექსუალური კულტურის განხილვა, ეთიკის ფარგლებში, უნდა გახდეს საზოგადოების ნორმა. სხვადასხვა ქვეყნებში სრულწოვანთა ასაკი სხვადასხვაა. საშუალოდ ეს არის ასაკი 16-დან 21 წლამდე. თუმცა კანონის ნორმის არსებობა სრულებით არ ნიშნავს, რომ არ არღვევენ (ამ შემთხვევაში). საქართველოში სრულწლოვანი არის პიროვნება,რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. ფაქტის, ბევრს უკვე ბავშვები ჰყავს ამ ასაკში. იდეალურია შემთხვევა,როდესაც შენი პირველი სექსუალური პარტნიორი შეგიყვარდება და სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულს და ერთგულებას შეინარჩუნებთ. ამისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად უნდა იყოთ მზად. ეს ორი კომპონენტი კი თითქმის არასოდეს ემთხვევა. არც კულტურული. ვერავის დააძალებ კანონითაც კი, ხელშეუხებელი იყოს ოჯახის შექმნამდე. და ჩემი აზრით, არც არის მართებული. ეს ბუნებაა. ახალგაზრდობაში ჩვენ მზად ვართ ფიზიოლოგიურად - სექსუალური კონტაქტის სურვილი გვაქვს,ფსიქოლოგიური გამოცდილება აქტის განცდის- არა. ამიტომ დაჟინებული თხოვნაა, სკოლიდან დავიწყოთ ახალგაზრდების მომზადება, წყვილების სტაბილური ურთიერთობის შესანარჩუნებლად (თუ მაინცდამაინც ეს დოგმაა) და შესაძლო სტრესების პრევენციისთვის. პირველი სექსი. სისხლი დუღს, სურვილები ბევრია...ან უბრალოდ, ცნობისმოყვარე ხართ. შეეცადეთ დაფიქრდეთ: გაქვთ თუ არა თქვენს რჩეულთან სრული ფსიქოლოგიური (ადამიანური) კომფორტი. რამდენად მიმზიდველია თქვენთვის. რამდენად გულწრფელია თქვენს მიმართ გრძნობებში (ემოციებში მაინც). აქ არ ვსაუბრობთ ოჯახის შექმნაზე, ვინაიდან რალურად, აბსურდია მოზარდობისას ფიქრი, ოჯახის შექმნაზე და ის ახალგაზრდობა, რომელიც სექსუალური გამოცდილების მიღებაზე იღებს გადაწყვეტილებას, სრულებით არ ფიქრობს ოჯახის ინსტიტუტზე. ამიტომ იწერება ეს რჩევები, როდესაც სექსი მაინც შედგება. აქ ვსაუბრობთ იმ ახალგაზრდობაზეც, რომელსაც სასწრაფოდ სურს გამოცდილების შეძენა, თანატოლებთან მოსაყოლად და თავის მოსატანად. კვლავ, ირთვება მოზარდის კულტურული აღზრდის მომენტი: პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და სრულებით არ არის საჭირო, მისი გაზიარება ვინმესთან. თუმცა, კონფიდენტი (მეგობარი, მშობელი, ოჯახის წევრი) სასურველია, გყავდეთ. იმიტომ, რომ გამოუცდელობით, შეიძლება რაღაც კატასტროფული შემთხვევა მოხდეს, რომელიც დაანგრევს ფიზიოლოგიას (ორგანიზმს) და ფსიქიკას, რაც მთელს ცხოვრებაზე აისახება. სრული სერიოზულობით. სექსს გოგონებში - ამაზრზენი სიტყვები: ქალიშვილობის, ქალწულობის დაკარგვა ახლავს თან, რაც ძაბავს თავიდანვე, დანაშაულის ელფერს სძენს. თუ ძალას არავინ ატანს ან არ აიძულებს, ეს დანშაული არაა. სექსი გოგონას ქალად აქცევს, მხოლოდ წლების შემდეგ,როდესაც ის უკვე ფსიქოლოგიურად ქალია და არა - პირველივე სექსუალური აქტის შემდეგ,როდესაც მას შეიძლება,წარმოდგენაც არ აქვს, ორგაზმს მიაღწია თუ არა. ქალწულობის დაკარგვაზე კი არ უნდა ფიქრობდეს გოგონა, არამედ იმაზე,რაც შეიძლება მეტი კომფორტი განიცადოს, რათა შენდგომში, სრულყოფილი სიამოვნებით განაგრძოს სექსუალური ცხოვრება, მისი ფსიქო-მორალური ბალანსისთვის. ამაში კი, რა თქმა უნდა, მამაკაცი უნდა დაეხმაროს. ვიტყოდი, რომ ასაკით უფროსი მამაკაცები უფრო სასურველია, ჰყავდეთ პირველ პარტნიორად, რადგან მათი გამოცდილება გოგონას უფრო მოადუნებს ფსიქოლოგიურად და უფროსი მამაკაციც ცდილობს, სრულად შეაგრძნობინოს გოგონას სიამოვნება. ახალგაზრდა მამაკაცების პირველი სექსუალური აქტი ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომი მათი სექსუალურობა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირველ გამოცდილებაზე. შოკისმომგვრელი იქნება ბევრისთვის, თუ ვიტყვი, რომ უფროსი და გამოცდილი ქალისგან მიღებული პირველი გაკვეთილი ფაქტიურად, გარანტიაა მამაკაცის კარგ სექსუალურ პარტნიორად ჩამოყალიბების. გამოუცდელი თანატოლების სექსი კი გულისამაჩუყებლად მგრძნობიარეა.
ქართულ სექს-კულტურას, ანუ, რეალობაში, სექს-კულტურის არ-ქონა, გვაიძულებს, სხვა ჭრილში განვიხილოთ სექსი. სექსი პირველად- რაც არ უნდა ილაპარაკონ, ის მოხდება. ოდესღაც. რაც არ უნდა გზარდონ დედებმა და მამებმა,ბებიებმა და დეიდებმა,შორეულმა და ახლობელმა ნათესაობამ- თქვენი პირადი ცხოვრება არავისი საქმე არაა. როდის გადაწყვიტავთ და ვისთან- ეს თქვენი პირადი რისკია. რისკი კი არის. იმიტომ რომ პირველ სექსს ხშირად დიდი სიყვარული და დიდი გულგატეხილობაც მოყვება. შეეცადეთ, პირველი სექსის დროს თქვენი რჩეული გიყვარდეთ. გოგოებიც და ბიჭებიც. იცით, რა მახსენდება? ხელის შეხებაზე რომ მაჟრიალებდა. კოცნაზე თმები ყალყზე მიდგებოდა. ფეხები მიდუნდებოდა და გულისცემა მეგონა,ყველას ესმოდა სატელეფონო ზარზე. ეს სიყვარული იყო? თითქოს. უფრო გამოუცდელობა. მე იმას გავყევი ცოლად, ვისთანაც მქონდა სექსი პირველად - ბანალურად შემიყვარდა. და მაინც, ვთვლი, რომ არასწორია. მაინც, ვიტყვი, რომ კაცი ერთი არ უნდა გყავდეს, რადგან კაცს, ერთი ქალი იშვიათად ჰყავს. ერთი კაცით შემოფარფლული გაუხსნელი აზროვნება ქალის ფსიქიკისთვის საზიანოა. სიყვარული მაინც გარბის, ქრება ლტოლვა, სულ რაღაც თვეებში,წლებში. რჩება ჩვევა. ძაღლს რომ ეჩვევიან და კატას, ისე. ჩვენ კი შინაური ცხოველები არ ვართ,ადამიანები ვართ. გვეცვლება ჩვევები, აზროვნება, გემოვნება. პირველი სექსი კი პირველი სექსია. წლების შემდეგაც,შეიძლება არ გვახსოვდეს ბევრი რამ, წაგვეშალოს მოგონებები, პირველი კი გვახსოვს. ჩემი ისეთი არ იყო,როგორიც ვფიქრობდი,უნდა ყოფილიყო და ამიტომ არ მინდა,გახსენება. გახადეთ პირველი სექსი დღესასწაული, იმიტომ, რომ სულ გაგახსენდებათ. გოგოებო,რაც არ უნდა უნდოდეთ მამაკაცს, გაჩქარებდეთ, გიმტკცებდეთ,რომ უყვარხართ -ყველაფერი შეეცადეთ იყოს პრინცესულად. არანაირი კომპრომისი- ეს თქვენი პირველი სექსია. მამაკაცებმა კი დააფასეთ- თქვენ ამ გოგონას გახდით ქალს. შეეცადეთ აგრძნობინოთ, რომ მისთვის პრინცი ხართ. იყავით გულწრფელები -თუ არ გიყვართ ის გოგონა, ნუ შეეხებით, რომ მიაგდოთ. მოიძებნება თქვენზე უკეთესი, ვისაც ეყვარება. მიეცით დრო, ერთმანეთს. რაც უნდა გამოუცდელი იყოთ- ბუნება გიჩვენებთ გზას. სექსი - ინსტინქტია, შეცდომა არ არსებობს, იშვიათია გადახრები. არც ქათმებს ასწავლიან სექსს, არც კატებს, არც ლომებს. სექსი არის სიყვარულის პროცესი და უნდა გიყვარდეთ, ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავს უნაწილებთ. კანი კანს ეკვრის, სუნთქვა-სუნთქვას მიჰყვება. ორგაზმს სწავლება არ უნდა, უნდა სურვილი, გიყვარდეს. სექსის სიამოვნების უმაღლეს მწვერვალზე, გრძნობებს და ემოციებს ავყავართ, იმ ადამიანის მიმართ, ვინც გვიყვარს. აუცილებელია, დაცული სექსი. წინა სტატიაში ვთქვი,რომ ქალისთვის სასურველია უფროსი მამაკაცი,კაცისთვის- გამოცდილი ქალი. მაგრამ ოდესღაც, იმ გამოცდილებსაც- გვქონია სექსი პირველად. ყველა ვალდებული არაა, უყვარდეს ეს პროცესი, მაგრამ პირველი სექსის დროს, გიყვარდეს- ეს სიყვარულის შესრულებული ოდაა. ასრულებული ზღაპარი, როცა შედიხარ დიდობაში. შეეცადეთ,ისიამოვნოთ. ქორწილის მეორე დღეს რომ პატარძლის მუცელს უყურებენ- სადაა აქ რომანტიკა. ლამაზია ცისფერი ლაგუნა,ფილმი, მაგრამ უტოპიური სრულყოფილება და რეალიები -განსხვავდება. პირველი სექსი და სამ დღიანი ქორწილები და ყოველდღე ქალის ციკლის მოკითხვა- ანომალიაა. მთავარი არაა დოგმა,მთავარი - სიყვარულია, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება. არც ის წინასწარ ანორგაზმიული მიდგომა - სექსია, დიდი რამე, გვქონდა და დავიშალეთ. ნუ კარგავთ მაგიის მომენტს, სექსის მაგია ძალას გმატებთ, ფიზიოლოგიურად, მორალურად, სულიერად. სიყვარული სულს არ აბინძურებს. სიყვარული- გვაძლიერებს. გისურვებთ ორგაზმიულ შაბათ-კვირას.
--
გამომიგზავნეთ თქვენც,თქვენი ინტიმური ისტორია,ფოტო,ვიდეო +18 Get email me: .
pinkani888.reposts@blogger.com
No comments:
Post a Comment