loading...

ქალის და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულება ერთჯერადი სექსის შემდეგ

ჩვენ გვქონდა სტატია სექს-რჩევებში, ივლისში, one night stand-ან დაუგეგმავი სექსი. არ გვისაუბრია დამოკიდებულებაზე მის შემდგომ. სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტ ხალხს ჰქონია ერთჯერადი დაუგეგმავი სექსი, ვიდრე წარმოგვიდგენია. მკითხველო, ალბათ, თქვენც გექნებოდათ. მახსოვს ქართულ პორტალზე გამოკითხვა, ბევრი რესპონდენტი ყვებოდა, რომ ჰქონია ეს გამოცდილება. მაგრამ როგორია ურთიერთობა-თუ იცნობთ ადამიანს, ან გხვდებათ სადმე შემდგომში? როგორც ადრე ვთქვი,ურთიერთობის მაძებარი ქალებისთვის, ერთჯერადი ურთიერთობა მათთვის არ არის თუმცა ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გსურთ თუ არა გაგრძელება. ხშირად, ერთჯერადი სექსი "მორიგე" სექს-პარტნიორის მოპოვებაა. მორიგეობას მოსდევს შეჩვევა და შესაძლო ხანგრძლივი ურთიერთობაც. მამაკაცებისთვის- ბუნებრივი "გართობაა".

რაც შეეხება ქალბატონების დამოკიდებულებას ერთჯერადი სექსის პარტნიორთან, ზოგს რჩება რაღაც სინანულის გრძნობა, თავს არიდებს ურთიერთობას. იგივე მამაკაცებზე. მე ვთვლი-რადგან სექსი უკვე იყო, რაგინდ ცუდი, აზრი არ აქვს განცდას, დავიწყება ადვილია. თუ არ მიგიზიდათ და დაუვიწყარი საღამო არ გქონდათ. მამაკაცები უფრო შემტევები არიან ასეთ შემთხვევაში და მოკითხვა და დარეკვა არ ერიდებათ, არ მოგერიდოთ თქვენც. ჩემი მეგობარი ხშირად იმეორებდა ფრაზას: კარგ ქალთან სექსი ორჯერ უნდა გქონდეს (ცოტა შევალამაზე...). ჩემი გამოცდილებით, მეორეჯერ სექსი პირველს სჯობს ხოლმე- პირველის დროს ან მამაკაცი ნერვიულობს ან ქალი და პოტენციალს "ბოლომდე" ვერ ავლენენ და გთხოვენ, მეორედ კომპენსაციას, საკუთარი სექს-"ღირსების" დასაცავად...მიეცით შანსი, ამისთვის. რაც ყველაზე მეტად აინტერესებს მკითხველს, კონკრეტულად ჩვენს, ქართველ მამაკაცებზე, ზოგჯერ მათი "ტრადიციული" შეხედულებებიდან გამომდინარე,"ერთჯერადი" ურთიერთობის სექს-პარტნიორი ავტომატურად "ბოზის" სტატუსში გადადის და ასე ვთქვათ, "აგდებულ" არაადექვატურ დამოკიდებულებას იწვევს. ასეთ კაცებს "მესაკუთრის" გრძნობაც უჩნდებათ ქალის მიმართ. რა ვქნათ ამ შემთხვევაში, თუ შეგაწუხათ? ა) მადლობა გადაუხადოთ და შეწყვიტოთ ურთიერთობა. ბ) დაბლოკოთ კონტაქტი გ) განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, უთხრათ, რომ თქვენი მეგბრები და ოჯახი ამ შემთხვევის შესახებ გათვითცნობიერებულები არიან და შანტაჟი არ გამოუვა. რომ მიმართავთ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. სასურველია, პირველ შეხვედრაზე, არ მიიყვანოთ სახლში, არ იცოდეს თქვენი მისამართი. აშშ-ს შემთხვევებში, ერთჯერადი სექსის საფრთხეებში მანიაკის ან მკვლელის შეხვედრა სახელდება, ამიტომ რეკომენდაციებში უსაფრთხო ადგილის შერჩევა მოსდევს ან სიფრთხილე,პარტნიორის შერჩევისას. დადასტურებით მაინც არასოდეს იცი, მანიაკია ის თუ მკვლელი... არავითარ შემთხვევაში არ მოირგოთ მსხვერპლის როლი, არაადექვატური რეაქციის მქონე მამაკაცებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ერთჯერადი სექსი რაიმე ლაქას ტოვებს თქვენს რეპუტაციაზე და გერიდებათ ამაზე საუბარი. სულ რომ ეს იყოს შემთხვევა, შეახსენეთ, რომ ეს "ლაქა" არა მხოლოდ თქვენს რეპუტაციაზეა, გაუგებარი სექს-კონტაქტები-თუ ასე არქმევს- მისი "პატიოსანი" "ღირსებისთვის" ასევე მიუღებელი უნდა იყოს. თუმცა, ჩვენს სექს-რჩევების მკითხველის რიგებში, ყველა ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნებაა და იმედს ვიტოვებ, ერთჯერადი სექს-თავგადასავლის შემდეგ უბრალოდ ეუბნებით ერთმანეთს "მადლობას" ან "მომავალ სასიამოვნო შეხვედრამდე". არ დაგავიწყდეთ: სექსი უნდა იყოს უსაფრთხო! დაიზღვიეთ თავი !

--
გამომიგზავნეთ თქვენც,თქვენი ინტიმური ისტორია,ფოტო,ვიდეო +18 Get email me: .
pinkani888.reposts@blogger.com

No comments:

Post a Comment