რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ერთი ღამით სექსის თემას განვიხილავდით. ერთ-ერთი ბარსელონაში ორკვიან მოგზაურობაზე ყვებოდა: როგორ გაიცნო ღამის კლუბში საშინლად სექსუალური ესპანელი ბიჭი. ბევრი იცეკვეს, ბევრი დალიეს და ფანტასტიკური სექსიც ჰქონდათ. ჩემი მეგობრისთვის ეს პირველი და ამ დრომდე უკანასკნელი ერთი ღამით სექსი იყო. ამბობდა, რომ „ასე გიჟურად" მხოლოდ ბარსელონაში შეიძლება მოიქცე. თუმცა თბილისში – არა და არა.
ამ საუბრის დროს პირველად დავფიქრდი, რომ ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ერთი ღამით სექსი. არც მე შემითავაზებია ვინმესთვის. თუმცა უბადრუკი მცდელობები, აშკარა და ნათელი ზრახვებით, რა თქმა უნდა, ყოფილა. თბილისის ღამის კლუბებში, როგორც წესი, აბეზარი ბიჭები გეხვევიან გარს. ისეთი სასაცილოები არიან. არც იციან, რა გითხრან, რა შემოგთავაზონ. რამეს ხომ არ დალევ? – ამოილუღლუბენ საცოდავად. პასუხი – არა კი, ჭადრაკის დაფაზე შახს უდრის. მაქსიმუმ მომდევნო ერთი საათი შენს გარშემო იტრიალონ. უბადრუკად იქნიონ ხელ-ფეხი, იმის იმედით, რომ მისკენ მიიხედავ და მასთან ერთად იცეკვებ.
განსაკუთრებით აბეზრებიც არიან. ისინი არ გეშვებიან, პირდაპირ შალახოს ილეთებზე გადადიან და ცეკვის საშუალებას არ გაძლევენ მანამ, სანამ შუა თითს არ უჩვენებ. ეს დიდების ბაგა-ბაღია, სადაც ვერა და ვერ სწავლობენ კაცები, როგორ შეიძლება ქალს მასთან სექსი მოუნდეს. თუმცა, ამისთვის ქალთან სექსი უნდა გინდოდეს და არა მასზე ძალადობა. სექსი ორი ადამიანის სიამოვნებაა და არა – ერთის, ანუ მამაკაცის.
საქართველოში მცხოვრები კაცების დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი არც შეყვარებული ხარ, არც საცოლე და არც მეგობარი, ავტომატურად სექსუალური ძალადობის ობიექტი ხდები. თუ, მისი აზრით, „თავისუფლად ცეკვავ" – მითუმეტეს.
ამ ტიპის კაცებისთვის კი შუა თითის ჟესტის ჩვენება, ვფიქრობ, ყველაზე ჰუმანური გადაწყვეტილებაა, ჰუმანურ გადაწყვეტილებებს შორის.
როგორ კაცთან შეიძლება გქონდეს სექსი ერთი ღამით? – ისეთთან, რომელიც მაშინვე მიგიზიდავს, რომელიც მოგეწონება არა იმიტომ,რომ მის თვალებში რაღაც საოცარი სიღრმე აღმოაჩინე, უბრალოდ იმიტომ, რომ ის სექსუალურია; ისეთთან, რომელიც არ ფიქრობს, რომ ერთი ღამით სექსი კაცისთვის არაფერია, ქალისთვის კი „ბოზობას" უდრის.
ქალები იშვიათად, ან თითქმის საერთოდ არ ყვებიან პირად სექსუალურ გამოცდილებებზე. მე არავისგან მომისმენია გულახდილი ისტორიები ერთი ღამით სექსზე, თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე უცხოელ მეგობარს და საქართველოში მცხოვრები მეგობრების ქვეყნის გარეთ მოგზაურობისას გადახდენილ თავგადასავლებს.
იცით როგორ ყვებიან უცხოელები ერთი ღამით სექსზე? თითქმის შეგშურდება. „ისეთი სექსუალური იყო, მაღალი, გემრიელი ტუჩებით. მოვიდა ჩემთან და მკითხა, გინდა სადმე წავიდეთ? ისეთი ლამაზი იყო, არც დავფიქრდი, ისე დავთანხმდი. მერე სასტუმროში წავედით. გადასარევი ღამე გავატარე."
ჩემს კითხვაზე, რა ერქვა იმ ბიჭს და ახლა თუ ეკონტაქტება, მან მიპასუხა, რომ არც მისი სახელი იცის. დილით ტელეფონის ნომრებიც არ გაუცვლიათ.
ეს ერთი ღამით სექსი იყო, დარიან – მიპასუხა ღიმილით.
ხო, მე ამ საკითხში ნამდვილი ჯუნიორი ვარ – გავუღიმე მეც.
ერთი ღამით სექსზე კაცები, როგორც წესი, თავისუფლად ჰყვებიან. ჩემი ფეისბუქის მეგობარი, მაიკლ ფაქერი, რომელიც სექსის დიდი მოყვარულია, ქალებს გაცნობის სხვადასხვა საიტებზე იცნობს. შემდეგ სექსს სთავაზობს. ასე, მარტივად და მოხერხებულად.
ჰომოსექსუალი ქალების არ ვიცი, მაგრამ აი, მამაკაცები აქტიურად იყენებენ გაცნობის საიტებს ერთი ღამით სექსისთვის. საკუთარ სახელს თითქმის არავინ ამბობს. ჩვეულებრივ მოგონილი სახელით, გვარით და სტატუსით ხვდებიან ერთმანეთს. სექსის შემდეგ კი მშვიდად შორდებიან.
რა თქმა უნდა, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ერთი ღამით სექსი ხანგრძლივი ურთიერთობის მიზეზი ხდება. ასეც ხდება, one night stand ჯადოსნურ ღამედაც იქცევა-ხოლმე … გაგრძელება კი ასეთივე რომანტიკულია, ანუ lived happily ever after, ზღაპრის დასრულებამდე.
--
გამომიგზავნეთ თქვენც,თქვენი ინტიმური ისტორია,ფოტო,ვიდეო +18 Get email me: .
pinkani888.reposts@blogger.com
No comments:
Post a Comment