ეს არის რეალური ისტორია რომლის გახსენებისას ღიმილი მეფინება სახეზე... 2013 წელი.. წვიმიანი შემოდგომა.. ერთერთ ბარში ვმუშაობდი და დამღლელი დღის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა ის რაც ბარმენებს თითქმის არ გააჩნიათ, დამეთმო საკუთარი თავისთვის დრო... მაშინ შარდენი პოპულარული ადგილი იყო ნორმალური ადამიანებით და სიტუაციით. შუაღამეა და გადავწყვიტე შევსულიყავი კლუბ "Safe"-ში. ფულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია და თუნდაც ფეხით წავსულიყავი სახლში არც მაგის პრობლემა მქონდა, უბრალოდ მინდოდა დამესვენა საკუთარი თავისგან და ცხოვრებისგან თუნდაც მცირე დროით.
კლუბში შესვლისთანავე თვალში მომხვდა დაახლოებით 26-27 წლის გოგო, ეშხიანი და რაღაც მძაფრი ასხივებდა მისგან, რაღაც ისეთი.. მომაჯადოებელი... სიტუაციით ვხვდები რომ ყველას ყურადღება ამ გოგოსკენაა თუმცა ვერავინ მიდის ახლოს. ბართან ჩამოვჯექი ჩემთვის შევუკვეთე კუბალიბრე და ჩავფიქრდი. ერთი მომენტი რაღაც ვიგრძენი თითქოს და უკან გამოვიხედე, ვხედავ ამ გოგოსთან ხან ერთი ბიჭი მივიდა ხან მეორე მაგრამ ისე ოსტატურადიშორებს თავიდან რომ ვფიქრობდი პატივმოყვარეობას ულახავსთქო.. მერე გავიფიქრე ასეთი გოგო, ალბათ, მარტო არ იქნება. ან ვინმეს ელოდება ან ან ან ან ან ... საკუთარ თავს ვუთხარი რა წესია იქით ყურება, გასაგებია აღაცამ აგაფორიაქა მაგრამ არაა საჭირო გამოხატვა, მოვბრუნდი და წავეით ფიქრებში ისევ მე და კუბალიბრე...თითქოს დამავიწყდა ამ გოგოს არსებობა და უცებ გვერდით ვიღაც მომიჯდა, უბრალოდ ვვიგრძენი რომ მომიჯდა მაგრამ არც შემიხედავ, რამდენიმე წუთი ასე ვიყავი... კიდევ ერთი კუბალიბრე თუ შეიძლება...
ქვემოდან მუსიკის ხმა ამოდის, ხალხი ხმაურბს, ხალხი ერთობა, წვიმს...
ხმა: "გამარჯობა", ეხლა კი მივაქციე ყურადღება გვერდით მჯდომს და ენა ჩამივარდა... ვფიქრობ.. ნუთუ მართლა ისაა, მომესალმა, მაგარია, ეხლა რა ვქნა, არ დავიბნე, მგონი უკვე დავიბენი და... პასუხი:"გამარჯობა"... ვიგრძენი რომ ტვლე მე მიყურებდა, თითქოს ბარმენიც მოემზადა, თითქოს დარემუნებული იყ რომ გოგოსთვის ერთ კოქტეილს შევკვეთავდი... მაგრამ არა ჩუმად ვიჯექი.. არც კოქტეილზე დავპატიჟე არც სახელი მიკითხავს, მაგრამ ამ სიჩუმეში მივხვდი, რომ აქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით და კუბალიბრე. ვსაუბრობდით ფერებზე, თავისუფლებაზე, სიმართლეზე, ემოციაზე, წვიმაზე... მუსიკაზე.. არანაირი პირადი, არანაირი სამსახური არანაირი განზრახვები.. უბრალოდ ვხვდებოდი რომ მომწონდა მასათან საუბარი... რაღაც დროის შემდეგ მადლიბა გადავუხადე საუბრისთვის, ჩემი ანგარიში გადავიხადე და წამოვედი, მხოლოდ ერთი წამით დავიჭირე მისი მზერა, თუმცა საკმარისი იყო... კართან ეამომეწია 2 წუთი დამელოდეო, გადაიხადა და წამოვედი წვიმაში, არ მჯეროდა, მაგრამ ამას მხოლოდ საკუთარ თავთან ვაღიარებდი, 20 წლის ვიყავი და თავი ყოჩაღად მეჭირა... მე რა რომ გოგოში ინტელექტი იგრძნობა... თუმცა არა, ეს ინტელექტი ნელნელა სადღაც სხვაგან მაგდებს სადაც კომფორტია სადაც თავისუფლებაა... სადაც მე ვარ...
სანაპიროს გავუყევით ვიცინეთ, გუბეებში ჩავხტით. არ ვფიქრბ არაფერს, უბრალოდ ვარ, მორჩა... ტაქსი გაჩერდა და გოგო ჩახტა, თითქოს მეწყინდა და გავიფიქრე, დამმშვიდობებოდი მაინც... მაგრამ უცებ ხმა: "დაჯდები თუ დიდიხანი გელოდო?!"... ნამიან ფანჯარაში ალაგ-ალაგ ლამპიონების სინათლრ ირეკლება, მივდივართ... ჩუმად ვართ...
სადღაც სოლოლაკში ვართ, ავედით სახლში, გათბობა ჩართო და ცოტა შევთბით. სახლი "საეჭვოდ" აწკრიალებული და მოწესრიგებული ჩანდა გოგოს კვალობაზე, რომელიც ჩემს წინ იდგა და პატარა ბავშვივით იქცეოდა. ასეთ გოგოს ნუთუ არავინ ჰყავს გვერდით, იქნებ რაღაც არ გამოუვიდა... ვერ გამოუვიდა... იქნებ იქნებ იქნებ... ხმა:" შედი იბანავე და ტანსაცმელი გააშრე თორე გაცივდები". აბაზანაში შევდივარ რომლის კარიც გვერდულად იღება. ვბანაობ და უცებ კარი გაიღო ოდნავ, დავიბენი, ეხლა რომ ეს გოგო შემოვიდეს... ვაიმე, ხელი ავიფაროო? ქალი ხომ არ ვარ... არაფერი არ ვქნა და ესე შიშველი ვიფგე უსირცხვილოდ... რააა უბედურებაააა... და ეს ფიქრები ერთმა ბოთლმა "ბაკარდმა" დაარღვია. არაბაირი შემოსვლა, უბრალოდ აბაზანაში სასმელი შემომიდგა. ცოტახანში გამოვედი, რაღაცები დამათვალიერებინა, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, დავლიეთ, დავივიწყეთ იმ მომენტში ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის გარდა... მახსოვს როგორ იგრძნობოდა მისგან რაღაც ძლიერი, რაღაც იდუმალი, კომფორტული, თავისუფალი... რაღაც ისეთი, სიტყვას რომ ვერ იპოვი... და მაინც რომ ეძებ..
ვნებიანი საღამო გამოდგა, თუმცა სექსი სწორი გაგებით და არა როგორც ცხოველური ინსტიქტი... ამ დეტალებზე საუბარი არ მხიბლავს მაგრამ ვეცადე გამომეხატა ემოცია რომელიც გავიზიარე ადამიანთან ერთად, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, არც მას შემდეგ მინახავს და ყოველთვის მეღიმება როდესაც მახსენდება... ცხოვრებს აზრი "განცდაა" ცუდის "განცდა" კარგის და მათი განსხვავების ძიება, დანახვა... მოდი, "დავინახოთ" ერთმანეთში...
ემოციები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment